Friday, November 11, 2016

მერვე დღის რეფლექსია

   როგორც ყოველთვის, დღევანდელი დღეც ნაყოფიერი და საინტერესო იყო. განვიხილეთ ფასილიტაციის  გზამკვლევი, შევადგინეთ ფასილიტაციის კითხვარები  და ავტვირთეთ დრაივზე, კიდევ  ერთხელ  გადავხედეთ სამუშაო  გეგმას. 

Friday, November 4, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

     ვიმუშავეთ  პროექტის გეგმის დასრულებაზე, განვიხილეთ ჩეკლისტი, ფასილიტაციის კითხვარები, ბლოგების დიზაინზე, ავტვირთეთ პორტფოლიო დრაივიდან ბლოგზე.  

Wednesday, November 2, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ტრენერმა შეცვალა ტრენინგის მსვლელობა. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და დავიწყეთ შეფასებებზე მუშაობა. დავასრულეთ მოსწავლის ნამუშევრები. 

Saturday, October 29, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

  განვიხილეთ დამზადებული ბუკლეტები, დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, შევავსეთ შეფასების დროის  ჩარჩო. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლობა ტრენერს დაუღალავი მუშაობისათვის.  

Sunday, October 23, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

   დღევანდელი ტრენინგი ძალიან  ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმის შაბლონის  შევსებაზე,  ბუკლეტის  გაკეთებაზე და სლაიდ-შოუს  შაბლონზე. ტრენინგი ძალიან მეხმარება პროფესიული განვითარების მხრივ. რეფლექსიის გამოქვეყნება მომიწია მოგვიანებით, რადგან ტექნიკური  პრობლემების  გამო გაითიშა ელექტროენერგია.

Saturday, October 22, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღეს გავაკეთეთ მიმართულების  მიმცემი კითხვები ჩვენი პროექტების  შესახებ, ვიმუშავეთ წყვილებში. გავეცანით ბუკლეტის  შევსების წესს. დღევანდელი დღის მუშაობითაც, როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                  გიხაროდენ, ირგვლივ  მათემატიკაა!


ზოგადი კითხვა:       არის  თუ  არა აგებული სამყარო რიცხვთა ძალაზე?
ან
როგორია თქვენი  თვალით დანახული  სამყარო  რიცხვებისა  და  ფორმების  გარეშე?

თემატური კითხვები:   რაში გვჭირდება მათემატიკა? 
 წარმოგიდგენიათ ტექნიკური პროგრესი   მათემატიკის  გარეშე?
შეგიძლიათ ისაუბროთ სამყაროს წარსულზე  ქრონოლოგიის  გარეშე?
  როგორი იქნებოდა  ჩვენი  ყოველდღიური ცხოვრება მათემატიკის  გარეშე?

შინაარსობრივი კითხვები:
როგორია მათემატიკის როლი  მოსწავლის  და  სხვა ადამიანების  ცხოვრებაში?

როგორ  არის დაკავშირებული მათემატიკა სხვა  საგნებთან: ბუნებასთან? გეოგრაფიასთან? ისტორიასთან? ქართულთან? ქიმიასთან? ფიზიკასთან?  ხელოვნებასთან? მუსიკასთან?

Sunday, October 16, 2016

მეორე დღის რეფლექსია

   
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო. მოვახდინეთ პროექტების  ჯგუფური  განხილვა, გავეცანით  პუბლიკაციის  სახეებს, ვიმუშავეთ XXI  საუკუნის უნარ- ჩვევებზე.

Saturday, October 15, 2016

პირველი დღის რეფლექსია

დღევანდელი  დღე  დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით  და გულთბილი  ურთიერთობებით.