განვიხილეთ დამზადებული ბუკლეტები, დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. მადლობა ტრენერს დაუღალავი მუშაობისათვის.
Saturday, October 29, 2016
Sunday, October 23, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმის შაბლონის შევსებაზე, ბუკლეტის გაკეთებაზე და სლაიდ-შოუს შაბლონზე. ტრენინგი ძალიან მეხმარება პროფესიული განვითარების მხრივ. რეფლექსიის გამოქვეყნება მომიწია მოგვიანებით, რადგან ტექნიკური პრობლემების გამო გაითიშა ელექტროენერგია.
Saturday, October 22, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს გავაკეთეთ მიმართულების მიმცემი კითხვები ჩვენი პროექტების შესახებ, ვიმუშავეთ წყვილებში. გავეცანით ბუკლეტის შევსების წესს. დღევანდელი დღის მუშაობითაც, როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
გიხაროდენ, ირგვლივ მათემატიკაა!
ზოგადი კითხვა: არის თუ არა აგებული
სამყარო რიცხვთა ძალაზე?
ან
როგორია თქვენი
თვალით დანახული სამყარო რიცხვებისა
და ფორმების გარეშე?
თემატური კითხვები: რაში გვჭირდება მათემატიკა?
წარმოგიდგენიათ
ტექნიკური პროგრესი მათემატიკის
გარეშე?
შეგიძლიათ ისაუბროთ სამყაროს წარსულზე ქრონოლოგიის
გარეშე?
როგორი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება მათემატიკის გარეშე?
შინაარსობრივი კითხვები:
როგორია მათემატიკის როლი მოსწავლის
და სხვა ადამიანების ცხოვრებაში?
როგორ არის
დაკავშირებული მათემატიკა სხვა საგნებთან:
ბუნებასთან? გეოგრაფიასთან? ისტორიასთან? ქართულთან? ქიმიასთან? ფიზიკასთან? ხელოვნებასთან? მუსიკასთან?
Sunday, October 16, 2016
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო. მოვახდინეთ პროექტების ჯგუფური განხილვა, გავეცანით პუბლიკაციის სახეებს, ვიმუშავეთ XXI საუკუნის უნარ- ჩვევებზე.
Saturday, October 15, 2016
პირველი დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დატვირთული იყო საინტერესო ინფორმაციებით და გულთბილი ურთიერთობებით.
Subscribe to:
Posts (Atom)